უსინათლოთა კავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს უსინათლოთა კავშირი გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც, მათი თქმით, დისკრიმინაციულ ნიშნებს შეიცავდა, განცხადებას ავრცელებს. ამ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს გავეცანით გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებას და აღშფოთებას ვერ ვიოკებთ! კაცი, რომელსაც პრეტენზია აქვს პოლიტიკოსობაზე, ან უბრალოდ სამოქალაქო აღზრდაზე, ასეთ გამოთქმებს არ უნდა ხმარობდეს. ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოებისათვის, სიტყვა “ბრმა” შეურაცხმყოფელია და ფაქტობრივად დისკრიმინაციას ნიშნავს, თუმცა სამმაგად უფრო შეურაცხმყოფელია, როდესაც ამ სიტყვას პოლიტიკოსი მოიხსენიებს ისეთ კონტექსტში, თითქოს უსინათლო არის განუვითარებელი, საღი აზროვნების არ მქონე და ა.შ. ჩვენ, გვინდა მოვუწოდოთ ყველა მოქალაქეს, მით უმეტეს, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებს, მეტი კორექტულობა გამოიჩინონ და ნუ გვაფიქრებინებენ, რომ მათი გონებრივი შესაძლებლობა მეტს ვერ იტევს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები