მაკა ჩიჩუა: ნუ გაიმეტებთ… ეს გოგო მოიწამლა… ქვეყანაში მოწამლული ნივთიერება შემოაქვთ

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა Gem Fest-ზე 22 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის რეაქციას ეხმაურება.
მაკა ჩიჩუა შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
„არ მინდა ხოლმე ასეთ ამბებს ფბ ქსელით გამოვეხმაურო… ვცდილობ, არ ჩავერთო განსჯა / განკითხვაში, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო შემხვდა ნათია ფანჯიკიძის პოსტი… ამ ამბავთან დაკავშირებით სხვა ადამიანებმაც გამოხატეს წუხილი, დარდი, სხვადასხვა მოსაზრება და, უმრავლესად, პრევენციული ზომების მიღების საჭიროებას ვხედავთ ყველა…
თუმცა, სანამ მანდამდე მივალთ, მინდა გითხრათ, პრევენცია და გადარჩენა კი არა… ამ პოსტის ქვეშ ისეთი გამეტებით და სისასტიკით წერენ, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ღირსია ასეთი შედეგის… აბა, რა ეგონა… რომ სადარდებელი სულაც არ არის და ა. შ. თანაც ყველაზე მეტად, რაც მაშფოთებს, ეს არ არის ორი – სამი ადამიანი… ჰოდა, მინდა გითხრათ, არავინაა დაცული იმისგან, რომ თქვენს შვილს, შვილიშვილს, ახლობელს ან ნებისმიერ ახალგაზრდას არ დაემართოს… ნუ გაიმეტებთ… ეს გოგო მოიწამლა … ქვეყანაში მოწამლული ნივთიერება შემოაქვთ… ერთი მოხმარებით ასეთი მძიმე შედეგი არ დგება, თუ არა, რომ საწამლავს ურევენ…
მაგრამ აქ, ამ შემთხვევაში, ნარკოტიკია ნახსენები და გამოყენებული, ამიტომ მავანს ნარკოტიკის ხსენებაზე და გამოყენებაზე აქვს ასეთი რეაქცია… მაშინ აქვე გავიხსენებ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის ამბავს… რომელიც განსაკუთრებული ზიზღითა და გამეტებით გაიმეტეს სასიკვდილოდ და სალანძღავად…
იმ შემთხვევაში რა იყოოო? პატარა ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და სასწაულით გადარჩა…
სიტყვას დიდი ძალა აქვს… ჰოდა, “მორალისტებო”, სანამ ადამიანს გაიმეტებთ სალანძღავად, იქნებ ათამდე მაინც დაითვალოთ და ჭეშმარიტად სიკეთის გზა აირჩიოთ, თუნდაც ეგოისტურად… საკუთარი თავის (სულის) გადასარჩენად…
წარმატებებს გისურვებთ ყველას“, – წერს მაკა ჩიჩუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები