“ომი ჩვენს ობიექტივში”

8 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის ეზოში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა – „ომი ჩვენს ობიექტივში“ გაიმართება.
გამოფენაზე, რომელიც აგვისტოს ომის მე-9 წლისთავს ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება ფოტორეპორტიორების – გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ივანე შლამოვის, ნოდარ ცხვირაშვილის და გლებ გორანიჩის ფოტოები.
დასწრება თავისუფალია.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები