ექიმი: Gem Fest-იდან ჩვენს ჰოსპიტალში გვიან ღამით ხუთი ადამიანი შემოიყვანეს

Gem Fest-იდან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიან ღამით ხუთი ადამიანი გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ ექიმმა, ლაშა გრიგოლიამ განუცხადა, მათგან ორს უცხო ნივთიერებით ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. ხუთივე მათგანი უკვე გაწერეს.
„Gem Fest-იდან ჩვენს ჰოსპიტალში გვიან ღამით ხუთი ადამიანი შემოიყვანეს. მათგან ორს აღენიშნებოდა უცხო ნივთიერებით ინტოქსიკაცია. მათ გაეწიათ შესაბამისი დახმარება, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩვენთან და უკვე გავწერეთ, ასევე გავწერეთ დანარჩენი სამი ადამიანიც, მათ მიკროტრავმა, მზით დამწვრობა და აღენიშნებოდათ, მათაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება.
მისივე თქმით, კლინიკაში რჩება 19 წლის გოგონა, რომელიც ჰოსპიტალში ასევე Gem Fest-იდან შეიყვანეს.
ექიმი აცხადებს, რომ გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მასაც დღის ბოლომდე გაწერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები