დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს; 11:00-დან 13:00 საათამდე – მოსკოვის გამზირის და გიორგი ნადარეიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – პურის მოედნის, აბოვიანის, საიათნოვას, აბესაძის, შალვა დადიანის და ასათიანის ქუჩების მცხოვრებლებს; 10:30-დან 17:00 საათამდე – სანზონის დასახლებას; 10:00-დან და 18:00 საათამდე – გლდანის მასივის VI მიკრორაიონს ნაწილობრივ; 11:00-დან 17:00 საათამდე – ვარკეთილის მასივის ზედა პლატოს II მიკრორაიონის, ლილოს დასახლების და კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს; 10:00-დან 18:00 საათამდე – აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის და ტეტელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს; 11:00-დან 14:00 საათამდე – მანჯგალაძის, ვაჩნაძის და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.
 კომპანია „თელასი“მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები