ქობულეთი-ბათუმის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ქობულეთში რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები