ზაზა ფაჩულია საქართველოში NBA-ის საჩემპიონო თასით ჩამოვიდა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და Golden State Warriors-ის კალათბურთელი ზაზა ფაჩულია საქართველოში NBA-ის საჩემპიონო თასით ჩამოვიდა. მისმა გუნდმა Golden State Warriors-ის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში Cleveland Cavaliers-ი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფაჩულიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

„ამ დღეს დიდი ხანი ველოდი. იქ იყვნენ ჩემი ახლობლები, ოჯახის წევრები, “ვორიორსის” მილიონობით გულშემატკივარი, მაგრამ სულ სხვა გრძნობაა, როდესაც შენს ხალხთან ერთად გიწევს ამ სიხარულის გაზიარება“, – განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები