საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პატივი მიაგო ავღანეთში, თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის ხსოვნას, რომელიც დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. გიორგი მარგველაშვილმა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა რომ სერჟანტი, გლობალური უსაფრთხოების დაცვისას, საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლაში დაიღუპა.

“ვუსამძიმრებ მის ოჯახს, თანამებრძოლებს, ქართულ შეიარაღებულ ძალებს, მთლიანად, ჩვენს ხალხს ასეთი ვაჟკაცის დაღუპვას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სამგლოვიარო ცერემონიას პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ესწრებოდნენ. ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს გენშტაბის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები