ლევან იზორია: უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი

“უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი იყო თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე – მდინარი ბებიაშვილი ჩამოასვენეს.

„მან თავისი ქვეყნის ინტერესებს შესწირა საკუთარი თავი და მისი სახელი იქნება უკვდავყოფილი. ის სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ავღანეთში  დაღუპული ქართველი სამხედრო – მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით, აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, ასევე, დაღუპულის ოჯახი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები