იან კელი: მდინარი ბებიაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საერთო უსაფრთხოების საქმეში

“სიტყვები ვერ გამოხატავს იმ მწუხარებას, რასაც ახლა ვგრძნობ. მდინარი ბებიაშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საერთო უსაფრთხოების საქმეში”, – ამის შესახებ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის ჩამოსვენების ცერემონიაზე ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ განუცხადა.

”გასულ კვირას, ზუსტად ამ ადგილას იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკელი ხალხის სახელით, მადლიერება გამოხატა ქართველი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც საერთაშორისო სტაბილურობისთვის იბრძვიან. დღეს ვხედავთ, თუ რაოდენ დიდია ფასი, რასაც ისინი იხდიან ამ ბრძოლაში. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ მდინარი ბებიაშვილის ოჯახს ამ დანაკარგის გამო”, – განაცხადა იან კელიმ.

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო – მდინარი ბებიაშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით, აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა. სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები, დაღუპულის ოჯახი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები