მდინარე სუფსაში ორი მოზარდი დაიხრჩო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში, მდინარე სუფსაში ორი გოგონა დაიხრჩო.

ერთ-ერთი მათგანის ცხედარი მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს, მეორე მოზარდის ძებნა კი დილიდან განახლდება.

“ნაპოვნია ერთი გოგონას ცხედარი, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდა, ვიდრე ხილვადობა ამის საშუალებას მოგვცემდა, მეორე მოზარდის მოსაძებნად სამუშაოები დილიდან განახლდება. გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით წაიღო დინებამ”.-განუცხადეს “კვირა”-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ადგილზე მუშაობდა ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილობრივების ინფორმაციით მოზარდები ნათესავები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები