საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნაა. “სტამბოლის საქართველოს გენერალურ საკონსულოში შევიდა პატიმრების მშობლების შეტყობინება. საკონსულო დაუკავშირდა სტამბოლის პროკურატურას და სასჯელაღსრულების დაწესებულებას. უწყებებმა ფაქტი დაადასტურეს. პატიმრების განმარტებით, შიმშილობის დაწყების ერთადერთი მიზეზი ქართველ სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნაა. საკონსულოს სისტემატური კავშირი აქვს პატიმრებთან. მათი მხრიდან არასდროს გამოთქმულა მსგავსი სურვილი. გენერალური საკონსულო სისტემატურად აწვდის პატიმრებს საეკლესიო ნივთებს (სანთლები, ხატები, ლოცვანი და ა. შ.). პატიმრებს აქვთ სალოცავი კუთხე. ციხის ადმინისტრაცია მათ პრობლემას არ უქმნის. პატიმრების მონახულების მოთხოვნით, გაიგზავნა წერილი სტამბოლის პროკურატურაში. ნებართვის მიღების შემდეგ შედგება შეხვედრა. საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები