თურქეთში ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველია

თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულთა შორის ერთი ქართველი ქალბატონია. ამის შესახებ ინფორმაციას „კვირას“ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. მათივე ინფორმაციით, დაშავებული ქართველი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქის ვინაობის დადგენა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამგზავრო ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 36 ადამიანი. სამინისტროს თქმით, ავტობუსი სტამბოლიდან სამსუნის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შემთხვევა კი ქალაქ მერზიფონში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები