ვეტერანებს კლინიკა „ლანცეტში“ თვალის უფასო კვლევები ჩაუტარდათ
სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ ოფთალმოლოგებმა ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს. სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროებისამებრ, თბილისის სხვადასხვა რაიონის 40-მდე ვეტერანს შემდგომი მკურნალობაც დაენიშნება. სამედიცინო ცენტრში ბენეფიციარების მომსახურებას კოორდინირებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი – მალხაზ თოფურია და „ლანცეტის“ წარმომადგენელი – ექიმი დავით მუხიგული უწევდნენ.