ოჯახური ტრაგედია ყაზბეგში – ქმარმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა

ოჯახური კონფლიქტის კიდევ ერთი ტრაგიკული დასასრული – ქმარმა ცოლს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა ყაზბეგის რაიონის სოფელ გარბანში გუშინ მოხდა. ყელის არეში დაჭრილი 33 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს. მათივე თქმით, ბრალდებული უკვე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები