ზურაბ ალავიძემ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს სამინისტროს გეგმები გააცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე – ირაკლი მატკავაც ესწრებოდა. ზურაბ ალავიძემ ამერიკულ, საერთაშორისო და ქართულ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს სამინისტროს საქმიანობა გააცნო. შეხვედრაზე მინისტრმა დღეს არსებულ გამოწვევებსა და 2017-2020 წლებში ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასასრულს, ზურაბ ალავიძემ ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიება ამერიკის სავაჭრო პალატის ინიციატივით შედგა და მას პალატის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი მასპინძლობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები