თენგიზ ფხალაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, დოქტორ ჰასან როუჰანის ინაუგურაციას დაესწრო. თენგიზ ფხალაძემ, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური დირექტორატის მოადგილესთან, დოქტორ ჰამიდ აბუთალიბთან გამართა შეხვედრა. ირანელ კოლეგას თენგიზ ფხალაძემ საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა გადასცა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები განიხილა. “განსახილველ საკითხებს შორის იყო ტერორიზმი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო – ირანის თანამშრომლობის პერსპექტივები და ირანულმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტი ირანში ვიზიტით მიიწვია”,- აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები