დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი: არანაირი მოწვევა საპატრიარქოს მხრიდან რუსეთის დუმის დეპუტატისა არ ყოფილა

 საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე – დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც საუბარი იყო, თითქოს რუსეთის დუმის დეპუტატი საიდუმლო ვიზიტით, საპატრიარქოს წარმომადგენლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა. როგორც დეკანოზმა კახაბერმა აღნიშნა, ის არის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე და თავად აგზავნის წერილებს, რომელიც ამ ურთიერთობებში შედის, თუმცა ფაქტი, რომ საპატრიარქოს დუმის დეპუტატი მოეწვიოს, არ ყოფილა.
„ეს ადამიანი საქართველოში არაერთხელ ყოფილა, მათ შორის, სანამ დუმის დეპუტატი გახდებოდა. რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტს, მე ვარ საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა წერილი, რომელსაც ან მოსაწვევის სხვა სახით ვაგზავნით და ამ ურთიერთობებში შედის, ჩემს ხელში გადის. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ არანაირი მოწვევა საპატრიარქოს მხრიდან რუსეთის დუმის დეპუტატისა არ ყოფილა. ჩვენთან სტუმრის მიღების ორნაირი პრაქტიკაა დამკვიდრებული: ერთი – ჩვენ ვიღაცებს ვიწვევთ, ვუგზავნით წერილს და ვთხოვთ, ჩამობრძანდნენ და ისინი შესაბამის პასუხს გვცემენ. მეორეა – მათგან მოდის ინიციატივა და ისინი თვითონ გვთხოვენ, გვაცნობებენ, რომ სურთ ჩამოსვლა და რაღაც შეხვედრები უნდა დავუგეგმოთ. მსგავსი ფაქტიც არ ყოფილა საპატრიარქოში “, – განაცხადა კახაბერ გოგოტიშვილმა.

მისივე თქმით, ის ინფორმაცია, რომ არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანის მოწვევით იყვნენ დუმის დეპუტატი და სამღვდელო პირები ჩამოსული, სიცრუეა, რადგან გურჩიანს არ აქვს უფლება, საპატრიარქოს სახელით ვინმე მოიწვიოს.როგორც დეკანოზმა აღნიშნა, საპატრიარქოს იმის ბერკეტიც არ აქვს, გააკონტროლოს, ვინ შემოდის საზღვარზე.

„ის ინფორმაციაც, რომ თითქოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა მოიწვია ისინი, სიცრუეა. არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი არის მოქმედი მღვდელი, მაგრამ საპატრიარქოს წარმომადგენლად მისი დასახელება არასწორი გახლავთ. მას საპატრიარქოს სახელით ვისიმე მოწვევის უფლება არ აქვს. თან, როგორც გაირკვა, ყოველ წელს ჩამოდიან ისინი მოსალოცად. სამღვდელოებასთან ერთად, იყვნენ ერის ადამიანებიც, ჩვენ არ გვაქვს იმის ბერკეტები, გავაკონტროლოთ, ვინ შემოდის საზღვარზე, ვინ დუმის დეპუტატია და ვინ რა თანამდებობაზე მუშაობს, რუსეთში იქნება თუ სხვა სახელმწიფოებში“,-აღნიშნა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები