GEM Fest-ის მონაწილე 5 ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

კვლავ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში რჩება 5 პაციენტი, რომლებიც ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან გუშინ მძიმე ინტოქსიკაციის დიაგნოზით მიიყვანეს.
როგორც „კვირას“ კლინიკის ხელმძღვანელმა, როლანდ ახალაიამ განუცხადა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ხუთი პაციენტიდან  ერთ-ერთს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო, ხელოვნური  სუნთქვის აპარატი აღარ სჭირდება და მდგომარეობიდან გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სასწრაფო – სამედიცინო ბრიგადა ფესტივალზე დამსწრე 10 ვიზოტორს მოემსახურა. მათ შორის 4-ს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო 6 ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს. 6 პაციენტიდან 29 წლის ბიჭი და 21 წლის გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
ცნობისათვის, ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი GEM FEST-ი 14 ივლისს დაიწყო და 14 აგვისტომდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები