ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე ავტომანქანა დედას და მის არასრულწლოვან შვილებს დაეჯახა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ზებრა გადასასვლელზე მოხდა. „ბათუმში, დედას ბავშვები ზებრაზე გადაჰყავდა, ერთი ბავშვი საბავშვო ეტლში იყო, მეორეც მცირეწლოვანია და სამივეს დაეჯახა მანქანა. რეფერალურ საავამდყოფოში გადავიყვანეთ სამივე“, – აცხადებს თვითმხილველი. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები