ანაკლიის ფესტივალიდან, 25 წლის უცხოელი თავის არეში ტრავმით ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან, 25 წლის უცხოეთის მოქალაქე თავის არეში მიღებული ტრავმით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სასწრაფო – სამედიცინო ექიმთა ბრიგადა ფესტივალზე დამსწრე 10 ვიზოტორს მოემსახურა. მათ შორის 4-ს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო 6 ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს.
პაციენტები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.
29 წლის ბიჭი და 21 წლის გოგონა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი GEM FEST 14 ივლისს დაიწყო და 14 აგვისტომდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები