ბათუმში, ახალგაზრდა ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრეს

“კვირას” ინფორმაციით, ბათუმში, ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ქალბატონი ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. მათივე თქმით, ახალგაზრდა ქალბატონის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები