GEM FEST-ის ფესტივალიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაყვანილი გოგონა, გარდაიცვალა

ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ზე ახალგაზრდა გოგო შეუძლოდ გახდა და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოს დირექტორმა როლანდ ახალაიამ განუცხადა, კლინიკის მიმღებ განყოფილებაში დღეს დილით, დაახლოებით 5 საათზე 22 წლის გოგონა უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტი დღეს ერთი საათის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა და 1995 წელს არის დაბადებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალგაზრდა გოგონას ცხედარი ზუგდიდის საავადმყოფოდან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროშია მოთავსებული. შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი GEM FEST 14 ივლისს დაიწყო და 14 აგვისტომდე გასტანს.
როგორც “კვირას” ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, GEM FEST-ის ფესტივალიდან გუშინ ხუთი ახალგაზრდა მწვავე ინტოქსიკაციით ზუგდიდის კლინიკაში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები