ჯაბა სამუშიას ინიციატივით თემქაზე სპორტული მოედანი მოეწყო

თბილისის საკრებულოს წევრმა, ჯაბა სამუშიამ და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ თემქაზე განახლებული სპორტული მოედანი გახსნეს.
სტადიონი, რომელიც ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მ.რ მე-2 კვარტლის 33-ე კორპუსის წინ მდებარეობს, წლების განმავლობაში განადგურებული იყო.
ჯაბა სამუშიას შუამდგომლობის საფუძველზე, აღნიშნული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია კერძო ინვესტორის დაფინანსებით განხორციელდა. მაჟორიტარმა და გამგებელმა განახლებული სპორტული მოედანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს და მათ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-3 მ.რ მე-2 კვარტლის 31-ე და 32-ე კორპუსებს შორის მეორე სტადიონსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები