საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 4 აგვისტოდან საქართველოში ნარჩუნდება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +35, +40 იქნება, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში +28, +33, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +33, +38 გრადუსი იქნება. 5 – 6 აგვისტოს მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +31, +36, ზოგან კი 40 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები