პეკინის გამზირზე კვირის ბოლოს სამუშაოები დასრულდება

მიმდინარე კვირის ბოლოს, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პეკინის სარეაბილიტაციო შტაბში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მერმა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან მოისმინა.
“ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია მოწესრიგებულია, იგება გზის ქვედა ფენა, რომელიც კვირის ბოლოს დასრულდება და მომდევნო კვირის დასაწყისიდან გადავდივართ მარცხენა მხარეს, სადაც მოიხსნება გზის საფარი, ანალოგიურად, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. პარალელურ რეჟიმში გაკეთდება ტროტუარები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
პეკინის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო და გეგმის თანახმად, 10 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები