კახეთის გზატკეცილზე ხანძრის მთავარი კერები ლოკალიზებულია

ამ დრომდე კახეთის გზატკეცილზე 150 მეხანძრე და 30 ერთეული სამაშველო ტექნიკა მუშაობს, როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარს საწყობებამდე არ მიუღწევია.

“ამ დრომდე მუშაობს ხანძრის ადგილას სამაშველო ბრიგადები, საბედნიეროდ ხანძარს საწყობებამდე არ მიუღწევია და აქედან გამომდინარე ზარალის ოდენებაც შეიძლება მცირედი ვივარაუდოთ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკვე სალიკვიდაციო სამუშაოები, ცოტა ხანში ველოდებით სრულ ლოკალიზებას”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები