დაცული ტერიტორიების სააგენტო პრომეთეს მღვიმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო პრომეთეს მღვიმეში ნავით გასეირნების სერვისზე, მედია საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“კვირა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს განვმარტოთ, რომ პრომეთეს მღვიმეში 2017 წლის 13 მაისიდან ნავით მომსახურების სერვისი განახლდა. სერვისის მიწოდება ხორციელდება სრულიად ახალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნავებით, რომლებიც ფუნქციონირებენ შეუფერხებლად, ყოველგვარი ტექნიკური პრობლემის გარეშე.
ნავებით მომსახურება შესაძლოა, შეფერხდეს მხოლოდ ბუნებრივი პირობების გამო, როდესაც საწყლოსნო მონაკვეთზე მდინარის დონე დასაშვებზე მაღალია და მღვიმის ბუნებრივი გამტარუნარიანობის გამო. მღვიმე ვიწრო, დახურული სივრცეა და, ბუნებრივია, გააჩნია გამტარუნარიანობის ზღვარი. ვიზიტორთა განსაკუთრებით მაღალი ნაკადების შემთხვევაში შეუძლებელია ყველა ვიზიტორის სანაოსნო მონაკვეთით გასეირნება.
მაგალითისთვის, 1-ელ აგვისტოს გამტარუნარიანობის შეზღუდვის გამო, ნავით გასეირნების სერვისით 695-მა ვიზიტორმა ისარგებლა, ბილეთების გაყიდვა კი 17:00 საათზე შეწყდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
პრომეთეს მღვიმის სანაოსნო სერვისით ყოველდღიურად, საშუალოდ 500 ადამიანი სარგებლობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები