კახეთის გზატკეცილზე ძლიერი ხანძარია (ფოტო, ვიდეო)

ამ წუთებში ძლიერი ხანძარია თბილისში, კახეთის გზატკეცილზე. ფოტო და ვიდემასალას სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ.

“კვირას” ინფორმაციით, ცეცხლი აეროპორტის ხიდებთან განთავსებულ საწყობებს გაუჩნდა, სადაც სტამბაც მდებარეობს.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული და არიოს საშიშროება, რომ გვერდით მიმდებარე ტერიტორიებზეც გავრცელდეს.

“ხანძარი საკმაოდ ძლიერია, თუმცა ადგილზე მუშაობენ ბრიგადები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდეს”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.







კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები