ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, აფეთქება გუდაუთის რაიონში, სოფელ პრიმორსკთან მდებარე იარაღის საწყობში მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.