აჭარელმა სტუდენტებმა მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარნეულის სადემონსტრაციო სასათბურე კომპლექსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის სტაჟიორები ესტუმრნენ. ბათუმის შოთა რუსთაველი სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების 10 სტუდენტი ჩინური სათბურების მოწყობის სპეციფიკას, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას და ქართულ ბოსტნეულზე მიმდინარე კვლევებს გაეცნო.
ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურები ჩინეთის „ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფის“ მიერ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზეა აშენებული. კომპლექსი მზისა და ერთსივრციანი სათბურების და სხვა დამხმარე ნაგებობებისგან, სულ 6 დიდი და 27 პატარა სათბურისგან შედგება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ ჰუნანის პროვინციის სოფლის მეურნეობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გაცვლით და ადამიანური რესურსების განვითარების პროექტებში, რომლის ფარგლებშიც წარმატებით ხორციელდება ფერმერთა გადამზადება. ქართველ ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკასა და მართვის საკითხებზე, სათბურებში ბოსტნეული კულტურების დაავადებების კონტროლისა და დახურულ გრუნტში ბიოსასუქებისა და ბიოპესტიციდების გამოყენების მექანიზმებზე.
ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა და პროექტისათვის 20 მილიონი იუანი განისაზღვრა.
ინგა ქვარცხავა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები