რუსთავში 3 წლის გოგონა ფანჯრიდან გადმოვარდა – ბავშვი საავადმყოფოში დაიღუპა

რუსთავში XII მიკრო-რაიონში 3 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. გოგონა საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა ფანჯრიდან იყურებოდა, მან ვეღარ მოახერხა თავის შეკავება და ეზოში გადავარდა.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, დავით გოგოძემ განაცხადა, რომ პაციენტი დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 – ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები