მიხეილ ჯანელიძე: ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ევროპული და ნატოში ინტეგრაციის წევრობის მიმართულებით

„ძალიან ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული და ნატოში ინტეგრაციის, წევრობის მიმართულებით“, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან საქართველომ დიდი მხარდაჭერა მიიღო.
„ძალიან ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული და ნატოში ინტეგრაციის, წევრობის მიმართულებით. ასევე ის პროგრესი, რომელიც ჩვენ ქვეყანას, ჩვენს მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერის ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს, ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ,“ – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები