ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანებმა გორში ჩაიარეს

ამერიკულმა საბრძოლო ჯავშანმანქანებმა „სთრაიკერები“რამდენიმე წუთის წინ გორში ჩაიარეს.
სტალინის გამზირზე, ქალაქის ცენტრში“სთრაიკერებს“ მოსახლეობა ამერიკისა და საქართველოს დროშებით შეეგება.
სამხედრო სწავლებაში მონაწილე ამერიკულ ჯავშანტრანსპორტიორებს მხარდამჭერ ტექნიკასთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ქართველ სამხედრო ლოგისტიკის ოფიცრებთან ერთად დახვდა. ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანა „სთრაიკერი“ საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას პირველად მიიღებს.
სწავლებაში მონაწილეობისთვის ტექნიკის პარალელურად ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი ჩამოვიდა.
„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები