კარიკატურისტ ბესიკ დუღაშვილს ახლობლები ეძებენ

ქართველ კარიკატურისტს ბესიკ დუღაშვილს ახლობლები ეძებენ. მან, რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი სტატუსი დაწერა.
,,როცა დაბადებიდან გესმის, რომ ხარ ნიჭიერი, როცა ცხოვრობ პრინციპით “ადამიანებო! გიყვარდეთ ერთმანეთი!”, როცა ცხოვრების დევიზად გაქვს მარკ ტვენის სიტყვები:-“იცხოვრე ისე, რომ მესაფლავემაც დაიტიროს შენი სიკვდილი”… როცა აშენებ საკუთარ ბედნიერებას და ეს ბედნიერება თავისი ფუნდამენტიანად არათუ უბრალოდ გენგრევა, არამედ ქვეშ გიყოლიებს, გსრესს…
არა ბედნიერება, არა ოჯახი, არა წარმატებული კარიერა, არა… არა… არა… და დგები დილემის წინაშე, რომ არჩევანი აღარ გაქვს…
მე გავდივარ… გავდივარ ამასოფლიდან დამარცხებული ცხოვრებასთან ჭიდილში!
გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან…
სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლაში…
მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე…
დე მე ვიყო ბოლო…
შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში
წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”, – წერს მხატვარი სოციალურ ქსელში.
ახლობლები წერენ, რომ დუღაშვილს მობილური ტელეფონი თან არ წაუღია, არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი და, დაახლოებით, 6 საათია ეძებენ მას.
როგორც “კვირას” შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბესიკ დუღაშვილს სამართალდამცველები ეძებენ.
ბესიკ დუღაშვილის და წერს რომ, დაკარგული ჯერ არ უპოვიათ და ყველას, ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს მის შესახებ დარეკოს ნომერზე: 5 99 542 544

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები