ქობულეთის სანაპიროზე მაშველებმა 20 წლის მამაკაცი გადაარჩინეს

ქობულეთის ზღვის სანაპიროზე მაშველებმა 20 წლის მამაკაცი გადაარჩინეს.
გაფრთხილების მიუხედავად, ახალგაზრდა ძლიერი შტორმის დროს ზღვაში შევიდა და ძლიერი ღელვის გამო, უკან გამოსვლა ვერ მოახერხა.
მამაკაცი ნაპირზე მაშველებმა შოკურ მდგომარებაში გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში ამ დრომდე 5 ბალამდე სიძლიერის შტორმია.
დღეს დილით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ქობულეთში კიდევ ოთხი ადამიანი გადაარჩინეს.
უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები