ბათუმში გვიან ღამით სროლა იყო

ბათუმში, გვიან ღამით, გრიბოედოვის ქუჩაზე სროლის ხმა იყო.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ტყვიისგან დაზიანებული ავტომობილი დახვდა. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
როგორც “კვირას”-ს შს სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები