ქემერში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტალიის რეგიონში, ქემერში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
როგორც ”კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძრის შედეგად, კვამლით ინტოქსიკაციით, საავადმყოფოში სულ 14 ადამიანია გადაყვანილი და მათ შორის ქართველები არ არიან. ცნობისათვის, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 08.00 საათზე, ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი “Habertürk”-ი იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები