ეკა ბესელია: მედიაციის ახალი პროექტი, რომელსაც მთავრობა ამზადებს, მალე პარლამენტში შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სამოქმედო გეგმის ექვსთვიან ანგარიშზე გასვლით, შეხვედრას ყაზბეგში მართავს. როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ აღნიშნა მედიაციის ახალი პროექტი, რომელსაც მთავრობა ამზადებს, მალე პარლამენტში შევა.
„ჩვენ გვაქვს მედიაციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, დღეს დისკუსია. ეს არის პროექტი, რომელიც მზადდება მთავრობაში და მალე შემოვა პარლამენტში. ამავე დროს, ჩვენ კომიტეტის 6-თვიან შიდა განხილვას ვაწყობთ. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი აქტივობა. 58 პროექტი მოამზადა კომიტეტმა ამ 6 თვეში. ვაპირებთ, რომ ინტენსიურად ჩატარდეს ასეთი ტიპის განხილვები, როგორც შიგნით, ისე გარეთ, გასვლის ფორმატში“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები