მიხეილ სააკაშვილი: პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უკრაინაში ჩავალ

ბრძოლის გაზრდასთან ერთად პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, მე, რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩავალ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ბი-ბი-სი“- სთან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინაში დავბრუნდები, ვინაიდან ხალხის მობილიზაციას ექნება ადგილი. როდესაც სრული მობილიზაცია მოხდება, რა თქმა უნდა, მე გვერდზე არ დავდგები, არ დავჯდები და არ ვუყურებ გვერდიდან ამ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის ორგანული ნაწილი ვიქნები, რომლის ინიცირებაც მე მოვახდინე. ბრძოლის გაზრდასთან ერთად პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, მე, რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩავალ და ამ ბრძოლის აქტიური მონაწილე გავხდები“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა ის, რომ უკრაინაში დაბრუნებას ვერ შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები