ევროპარლამენტარი: ჩვენ შეგვიძლია, სააკაშვილს მივცეთ ლიტვაში ბინადრობის უფლება

ლიტველმა პოლიტიკოსმა და ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ლიტვურ გამოცემა  “Lietuvos zinios news” – თან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტს ლიტვაში ბინადრობის უფლების მიღება შეეძლება.
„ჩვენ შეგვიძლია, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მივცეთ ლიტვაში ბინადრობის უფლება, რის შემდეგაც, მას საშუალება ექნება, აქ შექმნას პოლიტიკურ-ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მას ევროპაში მუშაობის საშუალებას მისცემს“, – განუცხადა აუსტრევიჩუსმა ლიტვურ გამოცემა “Lietuvos zinios news”-ს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებით, უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები