„ბავშვთა სამყაროს” დირექტორს ბრალი წარედგინა

“ბავშვთა სამყაროს” დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარედგინა”, – ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოცულობითი მტკიცებულებები დაცვის მხარეს რამდენიმე წუთის წინ გადაეცა და ამიტომ საქმის მასალები, მოტივი და მტკიცებულებები ცნობილი არ არის.
გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის განცხადებით, არსებობს ექსპერტების დასკვნა, რომ შენობაში უსაფრთხოების წესები დაცული იყო, ამიტომ მისთვის გაუგებარია მაჭავარიანის დაკავების მოტივი.
გიორგი მაჭავარიანისადმი წაყენებული ბრალი 4-დან -6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები