გიორგი კობერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს ექსპერტს შეხვდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს ექსპერტს შეხვდა. საუბარი შეეხო ,,დაძმობილების პროგრამას“ (Twinning programe), რომელსაც აზიის განვითარების ბანკი კომპანიისთვის განახორციელებს. პროგრამის მიზანია გამოცდილების გაზიარება, როგორც ტექნიკური (აღურიცხავი წყლის მართვა, აქტივების მართვა, ენერგოეფექტურობა), ისე ინსტიტუციონალური მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს ჯგუფს, რომელიც საპილოტე პროგრამას ქალაქ ქუთაისში განახორციელებს. პროგრამა ტრენინგებს, ასევე, ტექნიკურ და მართვის სფეროებში გადამზადებას გულისხმობს. შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრეს და წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები