ქეთევან ციხელაშვილი: ბაქო-სუფსის მილსადენი შეფერხებების გარეშე იმუშავებს

“ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომ მილსადენმა იმუშაოს შეფერხებების გარეშე”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მილსადენის გარკვეული მონაკვეთის ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩენასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გარკვეული მონაკვეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრის მიუხედავად, ნავთობსადენს პრობლემა არ შეექმნას.
„ეს არ არის ახალი მოვლენა, შესაბამისად, ყველა განხილვა ამასთან დაკავშირებით არის უკვე გაკეთებული, ჩატარებული და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომ მილსადენმა იმუშაოს შეფერხებების გარეშე. ეს ასე ხდება და მომავალშიც გაგრძელდება. იქ მრავალმხრივი ინტერესია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი და ბუნებრივია, სახელმწიფო ყველა ღონისძიებას მიმართავს იმისათვის, რომ უსაფრთხოება იქნეს დაცული და ეს ასე იმუშავებს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები