იან კელი: მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევას ამერიკა უყურებს, როგორც საერთაშორისო ვალდებულებებს

„რაც შეეხება ამერიკის შეხედულებას, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე, მათი გადმოსახედიდან, ჩვენ ამას ვუყურებთ საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის და არსებული სისტემის ჭრილში“, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, იან კელიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხია და ისინი ამას შესაბამისად მიუდგებიან.
“ნებისმიერი პირი, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, უნდა დაეყრდნოს სამართლებრივ განხილვას კომპეტენტური იურისტების დახმარებით, რადგან ეს არის სამართლებრივი საკითხი. ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს კანონის უზენაესობის პრინციპით. რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს, ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საკითხი და ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება ამერიკის შეხედულებას, მათი გადმოსახედიდან, ჩვენ ამას ვუყურებთ საერთაშორისო ვალდებულებების, საერთაშორისო სამართლის და არსებული სისტემის ჭრილში. რაც შეეხება კონკრეტულ მოქმედებას, ეს არის უკრაინის სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხი და ისინი შესაბამისად მიუდგებიან “, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები