სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სერგი კაპანაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰაიკე ფაიჩის შეხვედრისას, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხები და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობა განიხილეს.
პარლამენტის წევრმა გერმანელ დიპლომატს ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე მისი პოლიტიკური გუნდის შეფასებები გააცნო და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები