თბილისის მოსახლეობის ნაწილისთვის დენის გათიშვის მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიული გამორთვა გახდა
თბილისის მოსახლეობის ნაწილისთვის ელექტროენერგიის გამორთვის მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთის“ ავარიული გამორთვა გახდა. ამის შესახებ „კვირას“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი იყო ავარიულად გამორთული, თუმცა ახლა თბილისის ელექტრომომარაგება სრულიად აღდგენილია.
”თბილისი სრულად აღდგენილია ჩვენი მხრიდან, ამ ეტაპზე, პრობლემა აღარ არის. 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი იყო ავარიულად გამორთული, თბილისის ნაწილის გამორთვის მიზეზი ეს იყო”, – აცხადებენ კომპანიაში.