ლევან დავითაშვილი: 2017 წლის რთველზე სუბსიდირება შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ხარისხიან ყურძენზე სუბსიდირება არ გაიცემა, აღნიშნული წესი შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმში სახვანჭკარე ჯიშებზე – ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1კგ-ზე 2 ლარის ოდენობით. მისივე თქმით, ღვინის კომპანიები, რომლებიც ბრენდული სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარსისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან დამატებით 35 თეთრს მიიღებენ. განსაკუთრებული მნიშვნელობიდან (დაცული ადგილწარმოშობა) გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სახვანჭკარე ჯიშებზე – ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე – 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი”, – განაცხადა დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები