საბაჟო გამშვებ პუნქტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს
11 – 16 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი“, ,,ბათუმის აეროპორტი“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ნარკოტიკული (31 აბი) და ფსიქოტროპული (891 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები, ასევე ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა (3.25 გრამი) აღმოაჩინეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.