NDI: გამოკითხულთა 30% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 19% ალეკო ელისაშვილს, 18% – ზაალ უდუმაშილს
NDI-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში 30% კახა კალაძეს დაუჭერდა მხარს.
კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% ხმას კახა კალაძეს მისცემდა, 19% დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, 18% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს, ზაალ უდუმაშვილს, 5 % – “ევროპული საქართველოს” კანდიდატს, ელენე ხოშტარიას, ხოლო 3 %- “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატს.
ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.